ჭრიკიშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
დიღომში ძიუდოს აკადემიაში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ავთანდილ ჭრიკიშვილი ოქროს მედლისთის ბრძოლას გამოეთიშა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიის მეოთხედფინალში ჭრიკიშვილი გიორგი პაპუნაშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას რეპეშაჟში გააგრძელებს.
მომდევნო ეტაპზე პაპუნაშვილის მეტოქე ილია ბათურიშვილი იქნება, ხოლო მეორე ნახევარფინალში უშანგი მარგიანი თორნიკე ჯუღელს დაუპირისპირდება.
საქართველოს ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60კგ.), ნიკო ჭიკაიძე (66კგ.) და ფრიდონ გიგანი (73კგ.) გახდნენ.