Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" ცენტრალურ მცველს ეძებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გაძლიერებას გეგმავს. Daily Mail-ის ცნობით ნორვეგიელ სპეციალისტს ცენტრალური მცველის გადმობირება სურს.

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „წითელი ეშმაკები“ რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ. სოლსკიაერის სიის სათავეში კალიდუ კულიბალი დგას, თუმცა ეს უკანასკნელი „ნაპოლიში“ თავს შესანიშნავად გრძნობს და საეჭვოა კლუბის გამოცვლას დათანხმდეს.

სენეგალელი ფეხბურთელის გარდა საუბარი ნიკოლა მილენკოვიჩზე, ედერ მილიტაუზე, მილან შკრინიარზე, ჰარი მაგუაიერზე და ისსა დიოპზე მიდის.

„მანჩესტერის“ ყოფილი თავკაცი, ჟოზე მოურინიო, ცენტრალური მცველის გადმობირებას დიდი ხანი ითხოვდა. როგორც ჩანს „იუნაიტედის“ მესვეურები პრობლემას ჩაწვდნენ და ოლე გუნარ სოლსკიაერს სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმარებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები