Aa
Aa

ალვარესმა ფილდინგს შანსი არ დაუტოვა! "კანელო" ქამარს დაეუფლა

WBA-ს საშუალო წონითი კატეგორიის ქამრისთვის ბრძოლაში ერთმანეთს მექსიკელი საულ "კანელო" ალვარესი და ბრიტანელი როკი ფილდინგი დაუპირისპირდნენ.

ალვარესმა ბრძოლა მე-3 რაუნდში დაასრულა. არბიტრებმა ტექნიკური ნოკაუტი დააფიქსირეს. ამრიგად "კანელო" ქამარს დაეუფლა.

უნდა აღინიშნოს ალვარესის ფორმა. ის უბრალოდ შეუჩერებელია. საშუალო წონის დივიზიონში რთულია მოიძებნოს ვინმე, ვინც "კანელოს" შეჩერებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ სამი თვის წინ ალვარესმა დრამატულ ბრძოლაში გენადი გოლოვკინი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ალვარესისთვის ეს 54-ე ბრძოლა გახლდათ, რომელთაგან 51 გამარჯვება მას დარჩა. როგორც მოგეხსენებათ, ერთადერთი შემთხვევა სადაც მექსიკელი დამარცხდა 2013 წელი და ფლოიდ მეივეზერი იყო, სადაც "კანელომ" მხოლოდ ქულებით წააგო.

ამ ეტაპზე "კანელოს" მომდევნო მეტოქის ვინაობა უცნობია.

ცხელი ამბები