Aa
Aa

ლობჟანიძის ეფექტური გამარჯვების გოლი დანიის სუპერლიგაში

დანიის სუპერლიგაში ''რანდერსის'' ქართველმა შემტევმა საბა ლობჟანიძემ 8-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და ''ვენდსისელთან'' გასვლით მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა მეტოქის მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და საკმაოდ ლამაზი გოლი გამოვიდა.

ქართველი ფეხბურთელის გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა და ''რანდერსმა'' 3 ქულა მოიპოვა.

ერთადერთი გოლის ავტორი 78-ე წუთზე შეცვალეს.

14-გუნდიან ლიგაში ''რანდერსი'' 25 ქულით მე-7 ადგილზეა.

ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში დანიის სუპერლიგის 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, დანიურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს.

ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ''რანდერსის'' ცხრამეტივე შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა.

ვლადიმირ ვაისს ერთა ლიგის შეხვედრებისთვის ლობჟანიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ მიუწვევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები