დეონტეი უაილდერი მატჩრევანშისთვის მზადაა
Aa
Aa

დეონტეი უაილდერი მატჩრევანშისთვის მზადაა

დეონტეი უაილდერმა ტაისონ ფიურისთან მატჩრევანშის გამართვის სურვილი გამოთქვა. მოგეხსენებათ დაუმარცხებელმა ამერიკელმა WBC-ის ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნება მსაჯების "უცნაური" გადაწყვეტილების შედეგად მოახერხა, რასაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოყვა.

დეონტეიმ საკუთარი პოზიცია „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში დააფიქსირა და განაცხადა: "დიდი მადლობა ლოს-ანჯელესს, „სთეიპლზ ცენტრს“ და თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც დავითისა და გოლიათის ბრძოლას მოუთმენლად ელოდა“.

"საოცარი დაპირისპირება გამოვიდა და შეხვედრამ გაცემული ავანსები გაამართლა. როდესაც რინგზე მსოფლიოს საუკეთესო ორი მებრძოლი გამოდის, სხვას ნამდვილად არაფერს უნდა ელოდო“.

"ჩემი მიზანი ფიურის ბრწინვალე ასპარეზობის, ან ზოგადად ორთაბრძოლის, დაკნინება არაა, მაგრამ ვფიქრობ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვე. იმისთვის, რომ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხო, აშკარა უპირატესობას უნდა ფლობდე. მიმაჩნია, რომ უფრო აგრესიული ვიყავი და გაცილებით ეფექტური დარტყმები განვახორციელე, რაც შედეგზეც აისახა“.

"გულშემატკივრებმა ფიურის საუკეთესო ბრძოლა იხილეს. რაც შეეხება უაილდერს, მე ჩემი მაქსიმუმი არ მიჩვენებია და მიუხედავად ამისა სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც მოვახერხე“.

"ტაისონთან დაპირისპირებას თან დიდი ზეწოლა ახლდა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. მსურდა სამშობლოში გამართული ბრძოლა საუკეთესო მოკრივის წინააღმდეგ ჩამეტარებინა და ჩემი მიზანი ოპონენტის ნოკაუტში ჩაგდება გახლდათ. ამიტომ, როცა დაპირისპირებამ სტარტი აიღო საკუთარი თავი დავკარგე და ბრძოლის წინ დასახული სტრატეგია არც კი გამხსენებია“.

"კრივის ბევრი ქომაგი მიიჩნევს, რომ ნოკდაუნის შემდეგ არბიტრმა ათვლა გვიან დაიწყო და 10 წამიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჯეკ რაისი მაღალი დონის მსაჯია. მასთან ერთად აქამდეც მიმუშავია და მის კომპეტენტურობაში დარწმუნებული ვარ".

"უაილდერისა და ფიურის მატჩრევანშს მოუთმენლად ველი. ერთი სული მაქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატეხილ აჟიოტაჟსა და კამათს წერტილს როდის დავუსვამ".

ცხელი ამბები