ტაისონ ფიური:
Aa
Aa

ტაისონ ფიური: "შედეგების გამოცხადებისას კატასტროფული შეგრძნება დამეუფლა"

დეონტეი უაილდერისა და ტაისონ ფიურის ორთაბრძოლის შედეგს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა. საკუთარი პოზიცია მოკრივეებმაც დააფიქსირეს და განსაკუთრებით ბრიტანელი გამოირჩა.

ტაისონმა მექსიკელი არბიტრი, ალეხანდრო როჩინი, სასტიკად გააკრიტიკა და განაცხადა: „ეს კაცი კრივიდან სამუდამოდ უნდა მოკვეთონ. ნოკდაუნში საერთოდ რომ არ ჩავვარდნილიყავი, არჩევანს ჩემს სასარგებლოდ მაინც არ გააკეთებდა“.

„ჩემს ცხოვრებაში ამაზე ცუდი გადაწყვეტილება არასდროს მინახავს. კრივის სამყაროში ყველას მშვენივრად მოეხსენება ნამდვილი ჩემპიონი ვინაა. უაილდერს მშობლიურ ქვეყანაში უდიდესი საჩუქარი გაუკეთეს!“.

“შედეგების გამოცხადებისას კატასტროფული შეგრძნება დამეუფლა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემი ძმების და გუნდის წევრების დაშოშმინება მომიწია. ასე რომ არ მოვქცეულიყავი არავინ იცის რა მოხდებოდა“.

„სიტყვებით ვერ აღგიწერთ წარმატების მისაღწევად რამხელა შრომა გავწიე. ყველამ იცის გამარჯვება ვინ მოიპოვა, თუმცა სამწუხაროა რომ ისტორიას მხოლოდ და მხოლოდ შედეგი შემორჩება“.

„დეონტეიმ მადლობა უნდა თქვას, რომ იმ ქამარს ატარებს, რომელიც მე მეკუთვნის. არასწორად არ გამიგოთ, უაილდერის დაკნინებას არ ვცდილობ. იგი შესანიშნავი მებრძოლი და ღირსეული ჩემპიონია“.

„რაც შეეხება ორთაბრძოლას, საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ რინგზე ჩემი ოჯახი და ქვეყანა ვასახელე“.

კითხვაზე როგორ მოახერხა მეორე ნოკდაუნის შემდეგ წამოდგომა, ფიურიმ განაცხადა: „ისე, როგორც ფერფლიდან ფენიქსი აღდგა“.

ცხელი ამბები