მაგნუს კარლსენმა მსოფლიო ჩემპიონობა შეინარჩუნა
Aa
Aa

მაგნუს კარლსენმა მსოფლიო ჩემპიონობა შეინარჩუნა

ნორვეგიელმა მოჭადრაკემ, მაგნუს კარლსენმა, მსოფლიო ჩემპიონობის შენარჩუნება მოახერხა. ლონდონში მიმდინარე გათამაშებაში ნორვეგიელმა დიდოსტატმა ამერიკელ პრედენდენტს, ფაბიანო კარუანას, აჯობა.

ფინალური დაპირისპირების საწყისი 12 პარტია კლასიკური ფორმატით ჩატარდა და ყველა შეხვედრაში ყაიმი დაფიქსირდა. ფიდეს წესების მიხედვით გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი დაინიშნა, რომელიც სწრაფი ჭადრაკის ფორმატით წარიმართა.

27 წლის ნორვეგიელმა საწყისი სამი შეხვედრა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნება მოახერხა.

კარსლენი ნომერ პირველ მოჭადრაკედ 2013 წელს, ვიშანათან ანანდის, დამარცხების შემდეგ გახდა და მას მერე ტიტული არავისთვის დაუთმია.

ცხელი ამბები