საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 ადგილით დაწინაურდა!
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 ადგილით დაწინაურდა!

დღეს, 29 ნოემბერს, ფიფა/კოკა-კოლას განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც რამდენიმე დღის წინ გამართულმა სანაკრებო მატჩებმა საგრძნობი ცვლილებები შეიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ანდორასთან 1:1 ითამაშა, ყაზახეთს კი 2:1 აჯობა, შედეგად, მსოფლიო კლასიფიკაციაში 92-დან 89-ე ადგილამდე დაწინაურდა. "ჯვაროსნებს" ახლა 1269 სარეიტინგო ქულა აქვთ. რაც შეეხება ერთა ლიგის 1/2 ფინალში ჩვენს მეტოქეს, ბელარუსს, იგი 1317 ქულით, 76-ე საფეხურზეა.

კლასიფიკაციის ზედა ხუთეულში არანაირი ცვლილება არ მომხდარა, ბელგია, საფრანგეთი, ბრაზილია, ხორვატია და ინგლისი, პოზიციებს შესაბამისი თანმიმდევრობით ინარჩუნებენ. 

ერთი ადგილით დაწინაურდა პორტუგალია, რომელმაც ურუგვაის პოზიცია გაუცვალა და ახლა მსოფლიოს მე-6 ნაკრების სტატუსითაა, ათეულში ასევე ვხვდებით შვეიცარიის, ესპანეთისა და დანიის ეროვნულ გუნდებს, არგენტინა კი მე-11 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები