დანიელ კორეას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასასრულს უახლოვდება
Aa
Aa

დანიელ კორეას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასასრულს უახლოვდება

ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანიელ კორეა ფრეიტასის, საზარელმა მკლელობამ საფეხბურთო სამყარო შეძრა. 24 წლის მოთამაშის გვამი 27 ოქტომბერს იპოვეს. მას თავი და სასქესო ორგანო ჰქონდა მოჭრილი...

სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა რომ კორეას დაზიანებები ბასრი იარაღით მიაყენეს. ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა ექსპერტმა, პაულინო პასტრემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით დანიელს სასქესო ორგანო მაშინ მოაჭრეს, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო...

ყველაფერი 26 ოქტომბერს დაიწყო. ბრიტესის ოჯახმა კურიტიბაში მდებარე ერთ-ერთ კლუბში ქალიშვილის, ალანას, 18 წლის დაბადების დღე აღნიშნა. პოლიციის ინფორმაციით წვეულების დასრულების შემდეგ კორეა სახლში მიიპატიჟეს. რაღაც მომენტში იგი კრისტიანა ბრიტესთან ერთად საწოლში „აღმოჩნდა“, რამაც მისი ქმრის განრისხება გამოიწვია. სამართალდამცავების ცნობით ამ უკანასკნელმა დანიელს სცემა, შემდეგ მანქანის საბარგულში ჩააგდო და 12 მილის მოშორებით მდებარე ტყეში წაიყვანა.

პოლიციელები თვლიან, რომ ბრიტესს მისი მოკვლა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, მაგრამ გზაში ფეხბურთელის მიერ გადაღებული ფოტოები იხილა...

გამომძიებლებმა სისხლის კვალი ავტოფარეხში, ბრიტესის მანქანაში და საძინებელ ოთახში იპოვეს. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები იტყობინებიან ცოლ-ქმარმა დანაშაულის დაფარვა და სამხილების განადგურება სცადა.

პროკურატურის განცხადებით ბრალს ედისონთან ერთად მის მეუღლეს, კრისტიანასაც წაუყენებენ, რადგან ამ უკანასკნელის გარეშე ყველაფერი ასეთი სცენარით არ განვითარდებოდა.

„კრისტიანას საკუთარი მეუღლის ძალადობისკენ მიდრეკილების შესახებ მშვენივრად მოეხსენებოდა, მაგრამ დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი მოიმოქმედა“ - განაცხადა პროკურორმა ჟოაო მილტონ სალესმა.

ოჯახის ადვოკატი აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. მისი თქმით ფეხბურთელმა ედისონის მეუღლის გაუპატიურება სცადა. ბრიტესმა კი ამ ფაქტის ხილვის შემდეგ საკუთარი თავის კონტროლი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ედისონმა ყველაფერი აღიარა და გამომძიებლებს დანაშაულის ადგილიც აჩვენა. კლაუდიო დალედონეს თქმით კრისტიანამ მკვლელობის აღკვეთას ცდილობდა და დახმარება არაერთხელ ითხოვა, თუმცა არაფერი გამოუვიდა...

მსგავსი სიახლეები