ანდერსონ სილვა ოქტაგონს უბრუნდება
Aa
Aa

ანდერსონ სილვა ოქტაგონს უბრუნდება

ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი, ანდერსონ სილვა, ოქტაგონს უბრუნდება. საშუალო წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი UFC 234-ის ეგიდით გამართულ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას. დაპირისპირება 9 თებერვალს, მელბურნში, ჩატარდება და მისი მეტოქე ისრაელ ადესანია იქნება.

"ობობა" ბოლოს ოქტაგონზე 2017 წელს გამოვიდა და დერეკ ბრანსონი დაამარცხა, თუმცა სისხლში აღმოჩენილი აკრძალული პრეპარატების გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

სილვა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევა. მის ანგარიშზე 34 მოგება და 8 წაგებაა.

რაც შეეხება ადესანიას, ეს უკანასკნელი UFC-ის ამომავალი ვარსკლავია. იგი ჯერჯერობით დაუმარცხებელია და 15-დან ყველა ბრძოლა მოგებული აქვს. აღსანიშნავია, რომ UFC-ის ეგიდით ისრაელმა მხოლოდ და მხოლოდ 4 დაპირისპირება გამართა.

UFC 234-ის მთავარი ორთაბრძოლა საშუალო წონითი კატეგორიის ჩემპიონის, რობერტ უიტეკერისა და კელვინ გასტელუმის შერკინება იქნება.

ცხელი ამბები