Aa
Aa

ტოჩინოშინის მორიგი მარცხი!

"კიუშუ ბაშოზე" ლევან გორგაძე რიგით მეხუთედ დამარცხდა. ტურნირის მეცხრე დღეს ტოჩინოშინმა მისთვის უხერხული მეტოქის, ტაკაკეიშოს, წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა.

ქართველ სეკიტორს იაპონელის პირისპირ აქამდე 5 შეხვედრა ჰქონდა გამართული და გამარჯვების მოპოვება ერთადერთხელ შეძლო...

სამწუხაროდ გამონაკლისი არც დღევანდელი ორთაბრძოლა ყოფილა. შერკინება ტაკაკეიშოს სრული უპირატესობით წარიმართა. კომუსუბის წოდების მქონე სუმოისტმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ლევანს ოშიტაოშის ილეთით სძლია.

ხვალ გორგაძე სეკივაკეს რანგის მქონე იჩინოჯოს დაუპირისპირდება. ტოჩინოშინი კარიერის მანძილზე მონღოლელ სუმოისტს 17-ჯერ გაეჯიბრა და სასურველი შედეგი 12-ჯერ დააფიქსირა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ქართველს უკანასკნელი 4 შერკინება აქვს მოგებული.

დღეს იჩინოჯომ შოდაი დაამარცხა და გორგაძესთან დაპირისპირებას 3 მოგებითა და 6 წაგებით ხვდება.

ცხელი ამბები