ხაბიბი VS მეივეზერი UFC-ში? დანა უაითმა ფლოიდს კონკრეტული თანხა შესთავაზა!
UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის განცხადება ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
უაითის თქმით ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ფლოიდ მეივეზერს შორის შესაძლო ბრძოლა, რომლის გამართვა ორივე მხარეს სურს UFC-ში შედგება.
დანა უაითი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის გამართვის შანსები ნამდვილად არსებობს და მეივეზერს ამის სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას სთავაზობს.
თუ ფლოიდი MMA-ს წესებით იბრძოლებს უაითი მას ამისთვის 150 მილიონ დოლარს სთავაზობს.
"ჩვენ ერთხელ მას უკვე დავუთმეთ. რატომ უნდა მოხდეს ეს ყოველ ჯერზე? მეივეზერთან ბოლოჯერ მივედით და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
ფლოიდ, გინდა 150 მილიონის გამომუშავება? მაშინ მოდი ჩვენთან!" - განაცხადა უაითმა TMZ-ისთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მეივეზერისა და მაკგრეგორის ბრძოლა კრივის წესებით გაიმართა და ფლოიდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
