მსოფლიო ჩემპიონატი: თავისუფალი სტილი - კენჭაძისა და მაჭარაშვილის ოქროს მედლები!
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 79 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძემ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში კენჭაძემ რუსი მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.
კენჭაძემ მეოთხედფინალში რუმინელი მოჭიდავე ნაჟმუდინოვი 6:0 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ იამასაკის 4:0 სძლია.

97 კგ. წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა კენჭაძის მსგავსად ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა და ოქროს მედალის მფლობელი გახდა. მაჭარაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ინდოელი ნაჰანი და ირანელი შაბანიბენგარი დაამარცხა. ქართველმა ორივე ორთაბრძოლა იდენტური ანგარიშით 10:0 მოიგო. მაჭარაშვილი ფინალში ამერიკელ კოლინ მურს დაუპირისპირდა და ამჯერადაც 10:0 გაიმარჯვა.