მსოფლიო ჩემპიონატი: თავისუფალი სტილი - ორი ქართველი ფინალშია!
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: თავისუფალი სტილი - ორი ქართველი ფინალშია!

რუმინეთში, კერძოდ კი ბუქარესტში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი 23-წლამდე მოჭოდავეებს შორის.

16 ნოემბრიდან ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს.

დღეს ორმა ქართველმა ფალავანმა ფინალამდე მიაღწია და 17 ნოემბერს საქართველოსთვის ოქროს მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

79 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში ბრძოლის უფლება ნიკა კენჭაძემ მოიპოვა, 97 კგ. წონაში კი ფინალს გივი მაჭარაშვილი იჭიდავებს.

კენჭაძემ ნახევარფინალში იაპონელი იამასაკი 4:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის სრულიად დამსახურებულად იბრძოლებს.


 

მაჭარაშვილმა ნახევარფინალი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა და ირანელი შაბანიბენგარი 10:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალური ეტაპიც 10:0 მოიგო.


 

ფინალური ბლოკი შაბათს, 17 ნოემბერს 20:00 საათიდან დაიწყება.

ცხელი ამბები