Aa
Aa

ტოჩინოშინის დასანანი მარცხი

„კიუშუ ბაშოს“ მეხუთე დღეს ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ, დასანანი მარცხი იწვნია.

ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის პირველი მაეგაშირა, ჰოკუტოფუჯი, გახლდათ. ბრძოლა ლევანის უპირატესობით დაიწყო, თუმცა იაპონელმა გარდატეხის შეტანა მოახერხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

ხვალ, ტურნირის რიგით მეექვსე დღეს, გორგაძე მისთვის უხერხულ მეტოქეს, შოდაის, დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი მეოთხე მაეგაშირას წოდებას ატარებს, თუმცა ლევანს მასთან გამკლავება ძალიან უჭირს.

იაპონელმა სეკიტორმა 11 ბრძოლიდან ტოჩინოშინის დამარცხება 6-ში მოახერხა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ურთიერთშეხვედრებში დოჰიო შოდაის დამარცხებულის სტატუსით ბოლო ოთხი შერკინებაა არ დაუტოვებია.

დღეს მან ასანოიამას სძლია და ლევანთან გასამართ ორთაბრძოლას 3 მოგებითა და 2 წაგებით ხვდება.

ცხელი ამბები