დეონტეი უაილდერი ტაისონ ფიურის აფრთხილებს -
Aa
Aa

დეონტეი უაილდერი ტაისონ ფიურის აფრთხილებს - "ნამდვილ მკვლელად ვიქეცი"

დეონტეი უაილდერისა და ტაისონ ფიურის სუპერბრძოლას გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. მოგეხსენებათ დაპირისპირება 1 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. მართალია წინ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ მოკრივეები ვარჯიშს უკვე შეუდგნენ და უპირატესობის მოპოვებას ყველა ხერხით ცდილობენ.

ამჯერად სამომავლო ორთაბრძოლის შესახებ დეონტეი უაილდერმა ისაუბრა. 

„თავს მშვენივრად ვგრძნობ. ჩემი დამოკიდებულება და სხეული შეიცვალა! ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მკვლელი ვარ! რეალურად ასეცაა!!!  ნამდვილ მკვლელად ვიქეცი“!

შეგახსენებთ, რომ ლოს-ანჯელესში გასამართ ბრძოლაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. WBC-ის ტიტულთან ერთად გამარჯვებული დიდი ალბათობით ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ გამოსვლის შანსსაც მიიღებს.

უაილდერმა კომენტარი ბრიტანელი მსოფლიო ჩემპიონის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯოშუა დიდად არ ადარდებს და ახლა ორიენტირებული მხოლოდ ფიურისთან ბრძოლაზეა.

„ენტონი ჯოშუასთვის არაფრის თქმას არ მინდა, ახლა კონცენტრირებული მხოლოდ და მხოლოდ ფიურისთან ჩხუბზე ვარ“.

„არ მინდა ვინმემ ენტონი ჯოშუას შესახებ კითხვა დამისვას. იგი ნამდვილი ლაჩარია და ამით ყველაფერი ნათქვამია“.

ცხელი ამბები