1 ოქრო და 1 ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე!
უნგრეთში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე ძიუდოისტთა შორის, სადაც 81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ქართველები გავიდნენ და ვლადიმერ ახალკაცი თამაზ კირაკოზაშვილს უნდა შეხვედროდა, თუმცა კირაკოზაშვილი ტრავმის გამო ფინალურ შეხვედრაზე ვერ გამოცხადდა.
აქედან გამომდინარე ახალკაცმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო კირაკოზაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია.
73 კგ. წონით კატეგორიაში ალექსანდრე მამიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუმინელთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატი უმედლოდ დატოვა.
საქართველოს ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალია. ვლადიმერ ახალკაცის ანგარიშზე ოქროს მედალია, თამაზ კირაკოზაშვილმა და ჯაბა პაპინაშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.