გოგა ჩხეიძის წარმატებული გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე !
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით 67 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძემ იასპარეზა, რომელმაც ატაცში სამივე ცდა (132. 136. 139) წარმატებით დაასრულა და მესამე ადგილი დაიკავა. მისი გამოსვლა აკვრაშიც (164. 168.172) წარმატებული იყო.
21 წლის ძალოსანი, რომელმაც პოლონეთში გამართულ 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში 311 კილოგრამით ''ბ'' ჯგუფის ლიდერი გახდა.
4 ნოემბერს ''ა'' ჯგუფის ასპარეზობა გაიმართება.
