დანა უაითი:
Aa
Aa

დანა უაითი: "ფლოიდთან რინგზე გამოსვლას არ ვაპირებთ"

ფლოიდ მეივეზერის და ხაბიბ ნურმაგომედოვის შესაძლო დაპირისპირების შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. 41 წლის მოკრივეს განცხადებით ორთაბრძოლა 70 პროცენტით გადაწყვეტილია, თუმცა UFC-ის პრეზიდენტი, დანა უაითი, სხვა აზრზეა.

TMZ-სთან საუბრისას ამ უკანასკნელმა აღნიშნა: „მისმინეთ, თუ მეივეზერს ორთაბრძოლის ჩატარება სურს, ჩხუბის გამართვა ოქტაგონზე მოუწევს. ჩვენ ფლოიდთან რინგზე გამოსვლას არ ვაპირებთ. ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ და იგივე ნამდვილად არ განმეორდება“.

„ორთაბრძოლის ჩატარება გინდა? მაშინ ბრძოლის გასამართად უნდა მოხვიდე... ნამდვილი ბრძოლის“!

უაითმა ხაბიბის მომავალზეც ისაუბრა და მისი სავარაუდო ოპონენტი დაასახელა.

„ნურმაგომედოვი და მაკგრეგორი ჯერ ნევადის სპორტული კომისიის წინაშე უნდა წარსდგნენ. თუ სწორად მახსოვს ეს ყველაფერი დეკემბერში მოხდება და ვნახოთ შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება“.

„ხაბიბის ღირსეული მეტოქე ტონი ფერგიუსონია. ამ ბრძოლის ჩატარება ნამდვილად ღირს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ბევრი რამ ნევადის სპორტული კომისიის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული“.

ცხელი ამბები