Aa
Aa

არის მეხუთე! ლუის ჰემილტონი ჩემპიონია!

ლუის ჰემილტონმა მექსიკაში გამართულ გრან პრიზე სასურველი შედეგი დააფიქსირა და ფორმულა ერთის ჩემპიონის სტატუსი დაისაკუთრა. ბრიტანელი პილოტი მეოთხე ადგილს დასჯერდა, თუმცა მოპოვებული 12 ქულა მიზნის მისაღწევად სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.

მექსიკის გრან პრის გამარჯვებული "რედ ბულის" წარმომადგენელი მაქს ფერსტაპენი გახდა. მეორე ადგილი გერმანელმა, სებასტიან ფეტელმა, დაიკავა. მესამეზე კი კიმი რაიკონენი გავიდა.

ლუის ჰემილტონისთვის წლევანდელი ჩემპიონობა კარიერაში მეხუთე აღმოჩნდა. ბრიტანელი პილოტი ხუან მანუელ ფანხიოსთან და მიხაელ შუმახერთან ერთად ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონობა 5-ჯერ მოიპოვა. არგენტინელმა სეზონის ტრიუმფით დასრულება ამდენჯერვე  შეძლო, ლეგენდარულმა გერმანელმა კი საუკეთესოს სტატუსი 7-ჯერ დაისაკუთრა.

ჰემილტონს კარიერის მანძილზე 71 რბოლა აქვს მოგებული. ლუისმა ბოლო 5 წელიწადში „მერსედესთან“ ერთად 4 ტიტული მოიგო, ხოლო პირველი ჩემპიონობა 2008 წელს, "მაკლარენის" ბოლიდით დაიბევა

რაც შეეხება კონსტრუქტორთა დავას, აქ გამარჯვებულის ბედი უახლოეს მომავალში გაირკვევა. პირველ ადგილს 585 ქულით „მერსედესი“ იკავებს, მეორეზე კი 530-ით  ფერარი იმყოფება.

შემდეგ გრან პრის ბრაზილია უმასპინძლებს. რბოლა 11 ნოემბერს, სან-პაულუში გაიმართება.

ცხელი ამბები