Aa
Aa

"ქართუმ" რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა

ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა. მხარდაჭერის უპრეცენდენტო პროგრამა ფონდმა „ქართუმ“ ათი წლის წინ დაიწყო და ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ, კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა

გოჩა სვანიძე: ,,სიტყვები არ მყოფნის გულწრფელად ვამბობ იმიტომ, რომ ასეთი თანადგომა , რაც ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინა ქართული რაგბის მიმართ და შესაბამისად მისმა ფონდმა ,,ქართუმ“ ალბათ უპრეცედენტოა მსოფლიოში და ამიტომაც მოხდა 2015 წელს ამის აღნიშვნა და მსოფლიო რაგბმა ამ ადამიანს განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად სპეციალური წოდებაც კი მიანიჭა. ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ ძალიან ფხიზლად და ყურადღებით ვიყოთ, რომ გულშემატკივარს არ ვუღალატოთ და გამარჯვებებით გავახაროთ, ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებთ“

ბათუ კევლიშვილი: ,,დღეს ჩვენთვის, მორაგბეებისთვის საოცარი დღეა, უზომოდ სასიხარულო, უზომოდ ბედნიერი. ქართულ რაგბს შეემატა კიდევ ერთი მშვენიერი რაგბის სტადიონი და ეს აუცილებლად ხელს შეუწყობს ქართული რაგბის განვითარებას, აღმავლობას. არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადავუხადო ქართუ ჯგუფს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის , რომ აღორძინდეს ქართული რაგბი“

ცხელი ამბები