აბუ-დაბის გრანდ სლემი: ამირან პაპინაშვილი ოქროს მედლის მფლობელია!
აბუ_დაბიში ძიუდოს გრანდ-სლემმა სტარტი აიღო. გათამაშების პირველ დღეს 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის წარმომადგენელი ფრანსისკო გარიგოსი ვაზარით ოქროს დროში დაამარცხა.
შეგახსენებთ, პაპინაშვილმა პირველ ეტაპზე რუსი ბესლან მუდრანოვი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ასევე იპონით დაამარცხა ბელგიის წარმომადგენელი ჟორე ვერსტრაეტენი. ნახევარფინალში პაპინაშვილმა უზბეკი შარაფუდინ ლუფტილაევის ბარიერი დაძლია და ფინალში გავიდა
