რატომ არ შედგება ხაბიბისა და მეივეზერის ბრძოლა? დანა უაითმა ყველაფერი ახსნა
ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ბრძოლაში ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია.
ლეგენდარული მოკრივის პასუხმა არ დააყოვნა და მან გამოწვევა მიიღო.
როგორც ქომაგებს სურთ, ყველაფერი ასე არ ხდება. ამ ეტაპზე ხსენებული ბრძოლის დამტკიცებაზე საუბარი ზედმეტია.
ამ თემასთან დაკავსირებით UFC-ის მმართველმა დანა უაითმა ისაუბრა.
უაითმა ESPN-ს აუხსნა, თუ რატომ ვერ შედგება მათი ჯახი.

„ყურადღება არ მიაქციოთ ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მეივეზერის გუნდის წარმომადგენლები ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია არ დაგვკავშირებიან.
ხაბიბი UFC-სთან კონტრაქტის ქვეშ იმყოფება. მეივეზერის გუნდიდან კონტაქტი არავისთან გვქონია.
მე ხაბიბისა და კონორის მატჩ-რევანშზეც კი არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, ნათელია და მე ვიცი, რომ კონორს ეს სურს.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც, რაც სწორი და სამართლიანი იქნება. ვნახოთ რა მოხდება. ჯერჯერობით ამ თემაზე ღრმა მსჯელობა არ ყოფილა.
როგორც ბრძოლების მოყვარული, შენ ტონის (ფერგიუსონი) წინააღმდეგ უნდა წარსდგე.
ტონის ბრძოლისას ქამარი არასდროს დაუკარგავს, ისევე როგორ კონორს. თუმცა, კონორმა ბრძოლის საშუალება მიიღო. ვფიქრობ, ტონი ტიტულისთვის ბრძოლის შანსს იმსახურებს“.