აუღელვებლად და დამაჯერებლად - გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!
ბუდაპეშტში თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე 125 კგ. წონით კატეგორიაში ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა!
ქართველი ფალავანი ფინალში ჩინელ დენგს დაუპირისპირდა და აუღელვებლად, ძალიან დამაჯერებლად 6:0 დაამარცხა.
ამრიგად, გენო პეტრიაშვილმა ტიტული დაიცვა და მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო!
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტი დიდი უპირატესობით დაამარცხა - 11:1. მეოთხედფინალში კი რუს ანზორ ხიზრიევს 8:5 მოუგო.
ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი ირანელ ფავრიზ ჰადის შეხვდა და დამაჯერებლად 13:6 დაამარცხა.