მაკგრეგორი სტუმრად დაღესტანში - "ჩვენთვის სტუმარი წმინდაა"
კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ ხაბიბ ნურმაგომედოვის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა.
დაღესტნელმა მებრძოლმა თავისი ქმედებით, როდესაც ის ოქტაგონიდან გადახტა დიდი ყურადღება მიიპყრო.
ხაბიბმა განაცხადა, რომ კონორი მას ბრძოლამდე ყოველ დღე შეურაცხყოფდა და მის ოჯახსა და რელიგიას აუგად მოიხსენიებდა.

ამის შემდეგ ხაბიბი ცოტა დამშვიდდა და სავარაუდოდ ირგვლივ მყოფთა რჩევები გაითვალისწინა, რის შემდეგაც ბრძოლაში ფლიდ მეივეზერი გამოიწვია, რომლისგანაც თანხმობა მალევე მიიღო.

საუბრები მიდის კონორსა და ხაბიბს შორის შესაძლო რემატჩზე, თუმცა ამაზე გადაჭრით რაიმეს თქმა ჯერჯერობით რთულია.
დღეს კი ნურმაგომედოვმა რუსულ life-თან საუბრისას მაკგრეგორი სტუმრად დაღესტანში დაპატიჟა.
"თუ მაკგრეგორი დაღესტანში ჩამოვა, მას აქ თბილად დახვდებიან და მიიღებენ, რადგან ჩვენთვის სტუმარი წმინდაა.
დაღესტანი სწორედ ამით არის განთქმული. ვფიქრობ აქ მისთვის რაღაცები საინტერესო სანახავი იქება, მაგალითად საჭიდაო დარბაზი. ჩვენ კონორს ამ ყველაფერს დავათვალიერებინებთ - მას ხომ ჭიდაობა არ შეუძლია".
ხაბიბმა დაამატა, რომ ისინი მაკგრეგორს აუცილებლად უმასპინძლებენ, რადგან დაღესტანში არ არსებობენ დაუნაყრებელი სტუმრები.