გიორგი გეგელაშვილმა ახალგაზრდული ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიგო!
Aa
Aa

გიორგი გეგელაშვილმა ახალგაზრდული ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიგო!

ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიადის ერთ-ერთ ბოლო დღეს, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიგო. 

თავისუფალ ჭიდაობაში, 48 კგ. წონით კატეგორიაში, გიორგი გეგელაშვილმა საწყისი 2 შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ფინალში კი უზბეკ მოწინააღმდეგესთან ქულებით დამარცხდა. 

არგენტინაში მიმდინარე გათამაშებაზე სამმა ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა და სამივე მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო. გეგელაშვილის გარდა, ვერცხლის მედლით მკერდი გიორგი თოხაძემ დაიმშვენა, ისტორიული ოქროს მედალი კი გიორგი ჩხიკვაძემ დაისაკუთრა.

ისტორიული, რადგან ჩხიკვაძის წარმატებით, საქართველომ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

საერთო ჯამში, ჩვენი ნაკრების აქტივში 6 მედალია: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ეს უკანასკნელი ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ მოიგო, ვერცხლის პრიზიორები კი ძიუდოისტი ილია სულამანიძე და ძალოსანი არჩილ მალაყმაძე გახდნენ.

ცხელი ამბები