გიორგი ჩხიკვაძე - ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი!
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17 წლის გიორგი ჩხიკვაძემ, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, ფინალში ყირგიზი ელმირბეკ სადიროვი დამაჯერებლად, 9:0 დაამარცხა.
გიორგი ჩხიკვაძე საქართველოს პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ახალგაზრდული ოლიმპიადის ისტორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ჩხიკვაძემ სამხრეთ ამერიკაში ორი ბრძოლა გამართა. პირველ წრეში სომეხ საჰაკ ივანესიანს აჯობა, მეორე წრეში კი ალჟირელ აჰმედ მერიხის წმინდად მოუგო.

ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე გიორგი თოხაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში თოხაძე იაპონელ ვატარუ სასაკისთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გიორგი თოხაძე 65 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის.
შეგახსენებთ, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ამ ეტაპზე საქართველომ ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აქვე გთავაზობთ გიორგი ჩხიკვაძის გამარჯვების შემდგომ პირველ კომენტარს.