ხაბიბ ნურმაგომედოვი WWE-ში?
Aa
Aa

ხაბიბ ნურმაგომედოვი WWE-ში?

კონორ მაკგრეგორთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალი ბურუსითაა მოცული. როგორც მოგეხსენებათ მატჩის შემდეგ სერიოზული დაპირისპირება გაიმართა, რის გამოც ნევადის შტატის სპორტულმა კომისიამ ორივე მებრძოლს დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ამერიკული პრესის ინფორმაციით ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და ხაბიბისა და კონორის ბედი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

დაღესტნელმა სპორტსმენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ მისი მეგობარი, ზუბაირა ტუხუგოვი მაკგრეგორისთვის მიყენებული დარტყმის გამო დაისჯება, იგი UFC-ის დატოვებს. როგორც ჩანს ხაბიბის საკუთარ რიგებში ხილვის მსურველები უკვე გამოჩნდნენ.

ნურმაგომედოვმა ახლახანს ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ WWE-ისგან შემოთავაზება მიიღო და გულშემატკივრებს საკუთარი აზრის დაფიქსირება თხოვა.

სოციალურ ქსელში ხაბიბის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქომაგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მან UFC არ უნდა დატოვოს, ნაწილს კი მისი WWE-ის რინგზე ხილვა სურს.

აღსანიშნავია, რომ კონორ მაკგრეგორმა WWE-ის მიმართ საკუთარი სიმპათიები ბევრჯერ გამოხატა და არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ კარიერა ირლანდიელმაც WWE-ში გააგრძელოს. 

ცხელი ამბები