ნურმაგომედოვს დაღესტნის რესპუბლიკაში ღირსეული დახვედრა მოუწყვეს
Aa
Aa

ნურმაგომედოვს დაღესტნის რესპუბლიკაში ღირსეული დახვედრა მოუწყვეს

დაღესტანში ხაბიბ ნურმაგომედოვი ძალიან უყვართ. კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ ეს უკანასკნელი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივი გულშემატკივრები, როგორც ნამდვილ გმირს, ისე დახვდნენ. აეროპორტში ასობით ქომაგი იყო შეკრებილი, რომლებმაც ნელ-ნელა „ანჟი არენაზე“ გადაინაცვლეს.

სტადიონზე ხაბიბმა მათ სიტყვით მიმართა, თუმცა ქომაგებში მასთან სურათების გადაღების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მინდორზე შეიჭრნენ და სცენისკენ გაემართნენ. საბედნიეროდ სტიუარდებმა მათი შეჩერება დროულად მოახერხეს.

 

აღსანიშნავია, რომ ნურმაგომედოვის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. 30 წლის მებრძოლს საკუთარი ჰონონარი არ მიუღია და შესაძლოა დისკვალიფიკაციითაც დაისაჯოს. აღნიშნული პრობლემების შესახებ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ისაუბრა და განაცხადა: „ხაბიბს ბრძოლის შემდეგ არცერთი ცენტი არ მიუღია და ვფიქრობ ეს უსამართლობაა. კომისიამ 250000 დოლარი უნდა დაიტოვოს და დანარჩენი თანხა ნურმაგომედოვს გადასცეს. ეჭვგარეშეა, რომ ხაბიბმა ტიტული უნდა შეინარჩუნოს. შესაძლოა მან დისკვალიფიკაცია მიიღოს, რომელიც 4-დან 6 თვემდე გაგრძელდება“.

უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით კონორისა და ხაბიბის მატჩრევანშს ვიხილავთ. უაითმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირლანდიელმა განმეორებითი ორთაბრძოლის თხოვნით უკვე მიმართა და მაკგრეგორს „შურისძიების“ საშუალება მიეცემა.

ცხელი ამბები