საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 5 მედლით დაასრულა
თურქეთის ქალაქ სარიგერმეში საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა,სადაც ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია რომ ჩვენი ნაკრები 6 მონაწილით იყო წარდგენილი საიდანაც ხუთმა მედლის მოპოვება შეძლო.
მსოფლიოს ჩემპიონები კოტე ხაბალაშვილი (70 კგ) და იაკობ მაქარაშვილი (80 კგ) გახდნენ, ორივე ქართველმა ფალავანმა ფინალში უკრაინელი მოწინააღმდეგეები სემიონ რადულოვი და ვასილ მიხაილოვი დაამარცხეს.
ვერცხლის მედლები ირაკლი მწითურმა (90 კგ) და ახალგაზრდული ნაკრებიდან თორნიკე ქათამაძემ (60 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს ჯაბა ყველაშვილი (80 კგ) დაეუფლა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 79 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. აღნიშნული შეჯიბრი არის პირველი სალიცენზიო ეტაპი 2019 წელს სანდიეგოში გასამართი მსოფლიო ქვიშის თამაშებისათვის.