Aa
Aa

გოგა ბითაძის სუპერ მატჩი და გამარჯვება "იგოკეასთან"

დღეს "ადრიატიკის ლიგის" გათამაშებაში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" ჩაერთო. სერბული გუნდი სტუმრად ბოსნიურ "იგოკეას" დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანეს მატჩში მინიმალური სხვაობით, 79-80 იმარჯვა.

დაპირისპირება სტუმრების უპირატესობით დაიწყო. სერბები უკანასკნელ მეოთხედს 8 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ და საბედნიეროდ მატჩში სასურველი შედეგის დაფიქსირება მოახერხეს. "იგოკეამ" შეხვედრის ბოლოს გაიბრძოლა, 3 წამით ადრე სამიანიც გაუშვა, თუმცა გადაგდებული ბურთი არაზუსტი აღმოჩნდა.

ქართველი ცენტრი მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. გოგამ 24 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29-ს უწია და მხოლოდ ზუბჩიჩს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა საუცხოოდ იასპარეზა და მისი მქკ 31-მდე ავიდა.

გოგამ 11-დან 8 ორიანი, 3-დან 2 სამიანი და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. ბითაძემ მეტოქის ფარზე ბურთი 4-ჯერ მოხსნა, 1 დაფარება შეასრულა და 5 დაკარგვა მიითვალა.

"მეგა ბიმაქსის" რიგებში 10 ქულიანი ნიშნული მუშიდიმ(16) და ფუნდიჩმა(11) გადალახეს. რაც შეეხება "იგოკეას", მასპინძლების მხრიდან გამორჩეულები ზუბჩიჩი (29), კელი(11) და ლესიჩი(11) იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები