Aa
Aa

არის ოქრო! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე +100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!

ფინალში გურამმა მეტოქე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. კოკაური თუშიშვილს დიდ წინააღმდეგობას უწევდა და თითქოს დამატებით დროში ოქროს ქულისთვის ბრძოლა გარდაუვალი იყო, თუმცა გურამმა ძალიან ჭკვიანურად იმოქმედა და მორიგი იპონი შეასრულა.

ამრიგად, თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ბრძოლა იპონით მოიგო და ოქროს მედალსაც დამსახურებულად დაეუფლა.

გურამმა ასპარეზობა რუმინელი გოლიათის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც იპონით დაამარცხა.

თუშიშვილის მეორე მეტოქე უკრაინელი იაკივ ხამო იყო, რომელიც ვაზარის აღების შემდეგ  იპონით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე ჰოლანდიელი როი მეიერი იყო. ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში ოქროს ქულამდე გაგრძელდა. თუშიშვილმა ამჯერადაც იპონით იმარჯვა.

ნახევარფინალში კი მონღოლი ულზიბაიარ დურენბაიარი ასევე იპონით დაამარცხა.

პ.ს. იხილეთ გურამ თუშიშვილის პირველი კომენტარი და ზეიმის კადრები გასახდელიდან

 

ცხელი ამბები