Aa
Aa

ღვინიაშვილის მარცხი პირველ წრეში

ბაქოში მიმიდნარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებლად გრძელდება.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი პირველი წრეში გამოეთიშა.

ქართველი ძიუდოისტი გერმანელ ედუარდ ტრიპელთან იპონით დამარცხდა.

ამავე წონაში საქართველოს სახელით უშანგი მარგიანი იასპარეზებს , რომლის მეტოქე ჩინელი ჰებილიგ ბუ იქნება.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალია.

ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი გახდა.

ცხელი ამბები