ორი ბრინჯაო სოფიაში - პაპინაშვილისა და ნინიაშვილის მედლები
Aa
Aa

ორი ბრინჯაო სოფიაში - პაპინაშვილისა და ნინიაშვილის მედლები

ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -60 კგ. წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პაპინაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გეგმავდა, თუმცა აზერბაიჯანელ ტოფიგ მამედოვთან დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაში რუსი ობი ჯებოვის ბარიერი დაძლია, ხოლო გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჰოლანდიელ ვერჰორსტერტის აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ტოფიგ მამედოვი, რომელმაც პაპინაშვილი დაამარცხა, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

-60 კგ. წონით კატეგორიაში კვიპროსის სახელით 15 წლის გეორგიოს ბალარჯიშვილი ასპარეზობდა, რომელიც მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, გათამაშებამ სტარტი დღეს აიღო. ქართველთაგან პირველი მედალი პაპინაშვილის ანგარიშზეა. ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ბაგრატ ნინიაშვილი, რომელიც 66 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის.

ნინიაშვილმა მონტენეგროელი მარკო გუსიჩი და ფრანგი რედა სედოუკუ დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში იტალიელმა მანუელ ლომბარდომ სძლია.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნინიაშვილმა ებრაელი ამიტ ბობოვიჩი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ცხელი ამბები