Aa
Aa

ლელო ბოლო წამზე! საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა!

საქართველოს მორაგბეთა 7 კაცა ნაკრები პოლონეთში კერძოდ კი ქალაქ ლოძში მიმდინარე გრან პრიზე გამოსვლას განაგრძობს.

ქართველმა მორაგბეებმა საფრანგეთთან 5:7 დამარცხების შემდეგ, შვედეთთან მოულოდნელად 19:14 დათმეს, დღეს კი ინგლისი ძალზედ დრამატულ ბრძოლაში 19:17 დაამარცხეს.

შეხვედრაში პირველი ლელო ინგლისელებმა დადეს. ეს შეხვედრის სტარტზე მე-2 წუთზე მოხდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე სოსო მათიაშვილმა შესანიშნავი შეტევა წამოიწყო, რომელიც ხარაზიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა.

მათიაშვილმა ზუსტად გარდასახა და ტაიმი 7:5 ქართველების სასარგებლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარში ინგლისი დაწინაურდა. ბრიტანელებმა ზედიზედ 2 ლელო დადეს.

ქართველები გონს დროულად მოვიდნენ და ივანე ხელაიამ ინგლისელებს ლელოთი უპასუხა.

შეხვედრის ბოლო წუთზე კი ირაკლი სვანიძემ გამარჯვების მომტანი ლელო დადო - 19:17.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 9-12 ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობს, სადაც "ბორჯღალოსნების" მეტოქეები იტალია, უელსი და პოლონეთი იქნებიან.

ცხელი ამბები