ზაზა ნადირაძე:
Aa
Aa

ზაზა ნადირაძე: "მინდა გავაკეთო პატარა განმარტება...არ ვუჭერ მხარს LGBT ხალხს"

რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს მე-4 ადგილოსანმა ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ გურამ კაშიას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

"გურამს არ ვიცნობ, მისი პირადი მოსაზრებები არ ვიცი. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, იმ სამაჯურს, თუ რაც არის, სიმბოლო, რაც ხელზე გაიკეთა, ცეცხლს წავუკიდებდი და დავწვავდი", განაცხადა ნადირაძემ.

შემდეგ მის ამ კომენტარს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქართველმა სპორტსმენმა გადაწყვიტა ყველაფერზე დაწვრილებით ესაუბრა და სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

სავარაუდოა, რომ ზაზა ნადირაძის მეორე პოსტს (განმარტებას) საზოგადოებაში გაცილებით დიდი გამოხმაურება მოჰყვება.

ნადირაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

P.S. როგორც მოსალოდნელი იყო ნადირაძის პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და ქართველმა ნიჩბოსანმა საბოლოოდ პოსტი წაშალა.

ცხელი ამბები