თბილისის იპოდრომმა ცხენოსნობის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს უმასპინძლა!
2018 წლის 31 აგვისტოსა და 1-2 სექტემბერს, ლისის ტბის თბილისის იპოდრომმა 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირს - "VTB CUP - დაბრკოლებათა გადალახვაში" უმასპინძლა. შეჯიბრებაში, საქართველოს ნაკრებთან ერთად, აზერბაიჯანელი და ბელორუსი მხედრები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების გენერალური სპონსორი VTB ბანკი გახლდათ, მხარდამჭერები კი ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
მინი გრანპრის ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს ნაკრების წევრმა, შალვა გაჩეჩილაძემ, მეორე ადგილი კი თორნიკე პაპიაშვილმა დაისაკუთრა, მესამე ადგილზე აზერბაიჯანელი რაჰიბ ისმაილოვი გავიდა.
ტურნირის მთავარი პრიზის გამარჯვებული სეიდ მუსაევი გახდა, მეორე ადგილი ბელორუს სპორტსმენ იგორ მოროცკის ერგო, ხოლო მესამე პოზიციაზე შალვა გაჩეჩილაძე გავიდა.

