ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
20-27 სექტემბერს, აზერბეიჯანის დედაქალაქი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის 10-კაციანი სია დაასახელა.
ვაჟებს შორის, 60კგ წონით კატეგორიაში, ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იჭიდავებენ; 66კგ-ში – ვაჟა მარგველაშვილი; 73კგ – ლაშა შავდათუაშვილი; 81 კგ – ზებედა რეხვიაშვილი; 90კგ – უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი; 100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი; +100კგ – გურამ თუშიშვილი.
ქალებს შორის მხოლოდ ერთი ქართველი ფიგურირებს. ეს არის მარიამ ჯანაშვილი, რომელიც 52კგ წონით კატეგორიაში გამოვა.
ძიუდოს ფედერაციას განაცხადში ცვლილების შეტანის უფლება აქვს და პაპუნაშვილს, სავარაუდოდ, ბექა ღვინიაშვილი ან ავთანდილ ჭრიკიშვილი შეცვლიან.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის ვინაობას ეს ორი ძიუდოისტი ბრატისლავაში, გასამართ ევროპის თასზე გაარკვევენ
