ინგლისში ზურაბ ჟვანიამ სადებიუტო ლელო დადო
Aa
Aa

ინგლისში ზურაბ ჟვანიამ სადებიუტო ლელო დადო

ინგლისის კლუბ „ვასპსში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბის ზურაბ ჟვანიას დებიუტი წარმატებული გამოვიდა.

ქართველმა პირველ ხაზელმა ლელოს გატანა მოახერხა.

ინგლისის პრემიერშიპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ინგლისური კლუბი ირლანდიურ „ალსტერს“ დაპირისპირდა.

ზურაბ ჟვანია "ვასპსის" სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.

44-ე წუთზე კი მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი დაამიწა.

ჟვანიას გუნდმა მეტოქე  ირლანდიული "ალსტერი" 31-14 დაამარცხა.

ცხელი ამბები