მორიგი არეულობა ჭიდაობის ოჯახში
Aa
Aa

მორიგი არეულობა ჭიდაობის ოჯახში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა გუნდის საწვრთნელი შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც თავად სპორტსმენი აცხადებს ამის მიზეზი სამწვრთნელო შტაბის მიერ მიღებული არაობიექტური გადაწყვეტილებებია.

დათუნაშვილი გუნდს აგვისტოს დასაწყისში ჩამოშორდა და მას შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინდივიდუალურად ემზადება.

ამ ეტაპზე კონფლიქტის დეტალების მოყოლისგან მოჭიდავე თავს იკავებს და საკითხთან დაკავშირებით ფედერაციის ხელმძღვანელების რეაგირებას ელოდება.

CRYSTALSPORT.GE შეეცადა დაკავშირებოდა ნაკრების მთავარ მწვრთნელს , მაგრამ ბექა როყვა სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

ცხელი ამბები