ჭანტურია მოედანს უბრუნდება
Aa
Aa

ჭანტურია მოედანს უბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და "ურალ"-ის შემტევი გიორგი ჭანტურია მოედანს უბრუნდება.

ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაპოსტა , რომ ის შაბათს მზად იქნება გროზნოს "ახმატთან" სათამაშოდ.

ასევე ფეხბურთელს იმედი აქვს , რომ ვლადიმერ ვაისის მას ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებს და გუნდს ერთა თასზე დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიამ ბოლო შეხვედრა 1 აპრილს გამართა, სადაც "ურალ"-ი ყაზანის "რუბინ"-ს ხვდებოდა.

"ურალ"-ის შემადგენლობაში ქართველმა შემტევმა ორ სეზონში 30 შეხვედრა გამართა და 5 გოლი გაიტანა. 

რუსეთის მიმიდნარე პრემიერ ლიგაში ჭანტურიას ჯერ არ უთამშია.

მსგავსი სიახლეები