რომიდან 4 მედლით
თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულეს.
ქართველმა ფალავნებმა 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
რომში დასრულებულ კონტინეტის პირველობაზე ჩემპიონი 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურიკო ურთაშვილი გახდა.
რომელმაც ფინალურ შეხვედრაში თურქ ფეიზულა აკტურს სძლია.
ბრინჯაოს მედლები კი რამაზ თურმანიძემ , დემურ მეგენეიშვილმა და თეიმურაზ ვანიშვილმა მოიპოვეს.