კონორ მაკგრეგორი UFC-ში ნურმაგომედოვთან დაპირისპირებით დაბრუნდება
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორი UFC-ში ნურმაგომედოვთან დაპირისპირებით დაბრუნდება

კონორ მაკგრეგორი UFC-ის უბრუნდება და პირველ შეხვედრას ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამართავს.

ირლანდიელი ოქტაგონზე ედი ალვარესთან მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ არ გამოსულა და 2018 წლის ოქტომბერში მისი ქამბექი მსუბუქი წონითი კატეგორიის ქამრისთვის ბრძოლაში შედგება.

ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის ორთაბრძოლის შესახებ სპეკულაციები დიდი ხანია მიმდინარეობს და ყველაფერს საბოლოოდ წერტილი ირლანდიელის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების შემდეგ დაესვა. ერთ-ერთ მათგანზე მათი ბრძოლის ადგილი და დროა გამოსახული. ყველაფერი კი რამდენიმე საათის წინ გაოფიციალურდა, დანა უაითმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს ყველა დეტალი ამცნო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მაკგრეგორის სასამართლო პროცესი შედგა, სადაც იგი ციხეს გადაურჩა და UFC-ში დაბრუნების შანსი მიეცა.

კონორისა და ხაბიბისდაპირისპირებას გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდებიან, გავრცელებული ინფორმაციით მაკგრეგორის მიერ UFC-ის ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმა სწორედ ხაბიბისკენ იყო მიმართული.

დაღესტნელმა მებრძოლმა მსუბუქ წონით კატეგორიაში ქამარი ალ იაკვინტასთან მოპოვებული გამარჯვების შედეგად დაიბევა, რაც შეეხება მაკგრეგორს იგი ჩამორთმეული ჩემპიონობით ძალიან უკმაყოფილოა და უსამართლოდ წართმეული ტიტულის დაბრუნებას გეგმავს.

ცხელი ამბები