გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან
რომში ბერძნულ-რომაული სტილით ახალგარზდა მოჭიდავეთა ევროპის პირველობა დასრულდა.
სადაც საქართველოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
რევაზ ლაშხის გაწვთნილმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე რუსეთი გავიდა ხოლო მესამეზე სომხეთი.
კონტინენტის ჩემპიონი ბორჯომელი თემურ ჭკუასელიძე გახდა.
ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული ჯონი ხეცურიანი დაისაკუთრა.
ბრინჯაოს მედლები კი ლერი აბულაძემ და ბექა გურულმა მოიპოვეს.