ტოჩინოშინი:
Aa
Aa

ტოჩინოშინი: "ყველაფერი ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის"

31 ივლისს იაპონურმა გამოცემამ სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც,  ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა დაზიანება "ნაგოია ბაშოზე" მიიღო და რომ არა ტრავმა იგი ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილებოდა.  ახლად აღზევებულმა ოძეკიმ  ფეხი ტამავაშისთან განცდილი მარცხისას დაიზიანა და  მარჯვენა თითებს შორის მყესი გაუწყდა.

ლევანმა პირველი ვარჯიში მშობლიურ ოჯახში, კასუგანოში, გამართა და მცირე კომენტარიც გააკეთა.

"როცა ფეხს ძალას ვატან ტკივილს ვგრძნობ, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის"

ქართველი სუმოისტი ზაფხულის ტურნეში ჩართვასაც გეგმავს და აღნიშნავს: "თუ ფეხი ამის საშუალებას მომცემს ტურნეს შევუერთდები, ამჟამად ყველაფერზე მნიშვნელოვანი დაზიანებების მკურნალობაა".

სექტემბრის ბაშო კოკუგიკანში გაიმართება და სტარტს 9 სექტემბერს აიღებს. ტოჩინოშინი "აკი ბაშოზე" კადობანის სტატუსით იასპარეზებს და იმ შემთხვევაში თუ ტურნირს უარყოფით ბალანსით დაასრულებს დაქვეითება არ ასცდება.

ცხელი ამბები