ტრაგედია ნორვეგიაში
ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიური თმაშების ჩემპიონი გარდაცვლილი იპოვეს.
ნორვეგიელი სპორტსმენის ვიბეკე სკოფტერუდის ცხედარი ნორვეგიის სამხრეთით, წმინდა ელენეს კუნძულის მახლობლად ნახეს.
სპორტსმენის სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ექსპერტები ტრაგედიის მთავარ მიზეზად წყლის სკუტერთან დაკავშირებულ ინციდენტს ასახელებენ.
ვიბეკე სკოფტერუდი 38 წლის იყო და სპორტიდან 2015 წელს წავიდა.