ვახტანგ ბალავაძე გარდაიცვალა
ქართველი მოჭიდავე, ვახტანგ ბალავაძე დღეს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" ავრცელებს.
ვახტანგ ბალავაძე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია. მან ამ წარმატებას 1954 წელს, ტოკიოში მიაღწია. ამის გარდა, ბალავაძე "სსრკ"-ს 5 გზის ჩემპიონია, ასევე, მოგებული აქვს ბუდაპეშტის, სტოკჰოლმის, გიოტებორგის, თეირანის, თავრიზისა და ტოლიდოს საერთაშორისო ტურნირები.
2002 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა სახელოვანი მოჭიდავე ვახტანგ გორგასალის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. იქამდე კი, 1997 წელს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA), ამ სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ოქროს ორდენი გადასცა.