ფაჩულიას „მილოუკიმ“ „ბოსტონს“ სძლია
Aa
Aa

ფაჩულიას „მილოუკიმ“ „ბოსტონს“ სძლია

დღეს გამთენიისას ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ზაზა ფაჩულიას „მილოუკი ბაქსმა“ სტუმრად „ბოსტონს“ 110:101 სძლია.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო შემადგელობაში იყო და მოედანზე 29 წუთისა და 44 წამის განმავლობაში გაისარჯა. ამ დროის მანძილზე ქართველმა 11 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ზაზამ 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა. შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, როდესაც მილოუკიმ 13 ქულიანი გაქცევა მოახერხა.  მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ზაზას თანაგუნდელმა ოჯეი მეიომ მოათავსა კალათში.

 

შეგახსენებთ, რომ მილუოკი” 38 მოგებით და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები