არაბიძემ გაიტანა - სადებიუტო გოლი პორტუგალიურ კლუბში
Aa
Aa

არაბიძემ გაიტანა - სადებიუტო გოლი პორტუგალიურ კლუბში

პორტუგალიის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. დონეცკის ''შახტარიდან'' წასვლის შემდეგ 20 წლის გიორგი არაბიძე ''ნასიონალში'' ჩაირიცხა, რომელმაც ელიტაში თამაშის უფლება გასულ სეზონში მოიპოვა.

''ნასიონალმა'' პირველი ამხანაგური მატჩი სამოყვარული ლიგის კლუბ ''პორტალეგრეს'' ნაკრებთან გამართა. მატჩი ''ნასიონალის'' გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ანგარიში 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ძლიერი დარტყმით გახსნა.

გიორგი არაბიძის სადებიუტო გოლი


 

2018 წლის ''ოქროს ბიჭის'' ტიტულის მოპოვების 100 ნომინანტი დასახელდა. მათ შორისაა გიორგი არაბიძე, რომელმაც გასული სეზონი დონეცკის ''შახტარის'' 19 წლამდე გუნდში გაატარა.

100 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის არაბიძის გარდა ალექსანდრ არნოლდი (''ლივერპულისა'' და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი), ჯასტინ კლუივერტი (''რომასა'' და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევი) და ფილ ფოდენი (''მანჩესტერ სიტის'' მცველი) მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები