„ნაპოლიში“ გატარებულ პერიოდში, ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ გულშემატკივარს ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა. ნეაპოლურ გუნდში გადასვლიდან პირველივე წელს, ქართველი ფეხბურთელი სკუდეტოს გამარჯვებული გახდა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ახლა კი ნეაპოლური ისტორია ოფიციალურად დასრულებულია და ხვიჩასთვის, ისევე როგორც ქართველი გულშემატკივრებისთვის ახალი, პარიზული ისტორია დაიწყო. მაგრამ სანამ კვარა ფრანგულ ფეხბურთში თავის კვალს დატოვებს, გავიხსენოთ მისი ნეაპოლური ისტორიის გამორჩეული ეპიზოდები.